10 ნივთი, რომელიც სახლში უბედურს გხდის

10 ნივთი, რომელიც სახლში უბედურს გხდის

ფაიფურის სპილოს შეუძლია სახლში წარმატების მოტანა, თუ სწორ ადგილზე დევს. იცოდით?

ოთახში შესვლისას თუ გქონიათ შეგრძნება, რომ არ გინდათ, იქ იმყოფებოდეთ? ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ინტერიერის ზოგიერთ დეტალს შეუძლია ადამიანში გაღიზიანება გამოიწვიოს.

აი, ძირითადი სია იმ ნივთებისა, რომლებიც თავიდან უნდა მოიშოროთ:

ბავშვობის გამოუსადეგარი ნივთები

ყველა მშობელმა იცის, რომ შვილის ზრდასთან ერთად, იზრდება მისი ნივთებიც. მთელ სახლში მიმობნეული ნახატები, სათამაშოები და ა.შ. ვიზუალური გამღიზიანებლებია. გამოკითხვის თანახმად, მშობლები მზად არიან, მოიშორონ შვილების ტანსაცმლისა და სათამაშოების 50%, მაგრამ ამას არ აკეთებენ.

სუვენირი

თქვენს დედამთილს სულაც არ უფიქრია რაიმე ცუდი თქვენთვის, როდესაც ძველებურ შანდალს გჩუქნიდათ. მიუხედავად იმისა, რომ ის არასოდეს გამოგიყენებიათ, შანდალი მაინც იკავებს თქვენს ბინაში ადგილს. თქვენი ფსიქიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნათესავების აზრი. ამიტომ სასწრაფოდ მოიშორეთ მსგავსი ნივთები თავიდან.

ძველი წიგნები

ყველა სახლში მოიძებნება წიგნები, რომლებსაც აღარ კითხულობთ. წიგნები, რომლებიც აღარ გაინტერესებთ, სულაც არ არის თქვენი ნაწილი. ამიტომ თამამად შეელიეთ მათ.

თქვენი ბავშვობის სათამაშოები

კოლექცია, რომელსაც აღარ აგროვებთ

ჰობი, რომელიც მიატოვეთ

მძიმე პორტრეტები

ფერების არასწორი შერჩევა

არ აქვს მნიშვნელობა, ღია ფერი იქნება ეს თუ მუქი. თუ თავს არაკომფორტულად გრძნობთ, კედლების ფერი შეცვალეთ.

გაბზარული და გატეხილი ჭურჭელი

ძველი გაზეთები