ზრდასრული ასაკის ქალები: 10 მძიმე ფაქტი ცხოვრებაზე 40 წლის შემდეგ

ზრდასრული ასაკის ქალები: 10 მძიმე ფაქტი ცხოვრებაზე 40 წლის შემდეგ

40 წლის შემდეგ ქალი ცხოვრებაში უამრავ საოცარ აღმოჩენას აკეთებს. ბევრი რამ, რაც 10 წლის წინ ძალიან მნიშვნელოვნად მიგაჩნდათ, ახლა წვრილმანებად იქცა.

ახლა ცხოვრების ყოველი მომენტი განძია და იწყებთ ყველაფრის დაფასებას, რასაც მანამდე ვერც კი ამჩნევდით. ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ სახალისო ცვლილებებს აწყდებიან ქალები ზრდასრულ ასაკში.

თმა

არა თავზე, არამედ თმა, რომელსაც მოულოდნელად ნიკაპზე შენიშნავთ. მოგიწევთ მოიმარჯვოთ პინცეტი და თავი მოიწესრიგოთ.

ტვინი

გავიწყდებათ, რატომ შეხვედით ოთახში. ეძებთ ტელეფონს, რომელიც ხელში გიჭირავთ და ა.შ.

ჰიგიენა

ჰიგიენის ნორმები ახლა საკმაოდ ურთიერთსაწინააღმდეგო ხდება. დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამთ, როცა ვინმე წვენს შეფუთვიდან სვამს, მაგრამ შინაურ ცხოველებს თქვენს საწოლში ძილის უფლებას აძლევთ.

სახე

"ჩოლკა" და მზისგან დამცავი სათვალეები ახლა თქვენი საუკეთესო მეგობრები არიან.

საცვლები

აღარავითარი სტრინგები და მჭიდრო ფუშაფები. თქვენთვის იდეალური თეთრეულის ხაზი იპოვეთ და ცდილობთ, მისი ერთგული იყოთ.

კვება

ტორტის მირთმევა ერთი ჩამოჯდომითა და ტკბილი გაზიანის სასმელების დალევა ახალგაზრდობაში შეგეძლოთ. ახლა კი ძველმა გასტრონომიულმა ჩვევებმა მარტივად შეიძლება ბოლო მოგიღოთ.

ფეხსაცმელი

მაღალქუსლიანი? არა! ახლა კომფორტი მთავარი კრიტერიუმია ფეხსაცმლის შერჩევისას.

სხეული

აღიარებთ ფაქტს, რომ იდეალური სხეული ისაა, როგორიც ახლა გაქვთ და სხვა არ იქნება. ჯანმრთელობა, დასვენება და ორგანიზმის გაფრთხილება თქვენთვის უფრო აქტუალური გახდა.

მშობლები

მამას და დედას აუტანელ დესპოტებად აღარ ხედავთ. სინამდვილეში ისინი საკმაოდ კარგი ადამიანები არიან, რომლებსაც თქვენთვის მხოლოდ კარგი უნდოდათ.

სხვა რაკურსით

აღარ ნერვიულობთ ისეთ რაღაცებზე, რისი კონტროლიც არ შეგიძლიათ. მაგ: იმაზე, თუ რას ფიქრობენ გარშემო მყოფები თქვენზე. არასასურველი ადამიანის მიწვევაზე უბრალოდ უარს ამბობთ. გამაღიზიანებელ ადამიანებზე თქვენთვის ძვირფას დროს აღარ ხარჯავთ.