40 ყოველდღიური წვრილმანი, რომლებიც განწყობას აგვიმაღლებს

40 ყოველდღიური წვრილმანი, რომლებიც განწყობას აგვიმაღლებს

დავწვეთ ახალგამოცვლილ თეთრეულში;

ვიპოვოთ ჩვენს ულუფაში კარგად დაბრაწული კარტოფილი;

ვუსმინოთ სასიამოვნო მუსიკას;

შევიგრძნოთ სილა ფეხის თითებს შორის;

გადავარჩიოთ ჩვენი ბავშვობის სათამაშოებისა და ნივთების ყუთი;

ვიწვეთ საწოლში და ვისმინოთ, როგორ ეცემა წვიმის წვეთები სახლის სახურავზე ან ფანჯრის რაფაზე.

ავიცალოთ ხელიდან გამშრალი მომენტის წებო;

მოვაცალოთ ცელოფნის აპკი ახალნაყიდი ნივთის შეფუთვას;

ჩავიცვათ ახალი წინდები;

გავიკეთოთ შუშებგაპრიალებული სათვალე;

ვუყუროთ ფილმს კინოთეატრის ცარიელ დარბაზში;

შევამჩნიოთ, როგორ იცინიან უცხო ადამიანები, როცა თქვენი და თქვენი მეგობრის საუბარს მოჰკრავენ ყურს;

პირველად დავიბანოთ ახალშეჭრილი თმა;

დავეშვათ დივანზე მას მერე, რაც მთელი დღე ფეხზე ვიდექით ან ვიარეთ;

გავიხადოთ წინდები ზუსტად ლოგინში დაწოლის წინ;

ვიტიროთ სიცილისგან;

ჩავყოთ ხელები ბრინჯით სავსე ჭურჭელში;

გადავაბრუნოთ ბალიში გრილ მხარეს;

გავიღვიძოთ შუაღამისას და გავაცნობიეროთ, რომ ჯერ ძალიან ადრეა და შეგვიძლია, კვლავ დავიძინოთ;

პირველად ჩავიცვათ შორტი ზამთრის შემდეგ;ჩავრთოთ რადიო ზუსტად იმ დროს, როცა ჩვენი საყვარელი სიმღერა გადის.

გავიღვიძოთ ყავის არომატის შეგრძნებით;

შევისუნთქოთ ზამთრის პირველი ყინვა ისე, რომ სასუნთქი გზები დაგვეწვას;

პირველად დავინახოთ ზღვა ახალ სეზონზე;

შევიგრძნოთ თმაზე პარიკმახერის შეხება;

დავტკბეთ ახალგაკრეჭილი ბალახის სუნით.

დავტკბეთ ზამთრის სურნელით სარკმლიდან;

შევიგრძნოთ საყვარელი ადამიანის თმა თითებს შორის.

ვისმინოთ ღამის კოცონის ტკაცუნი;

სწრაფად გავიაროთ წყლის გრძელ და ღრმა გუბეში მანქანით;

პირველად ჩავყვინთოთ ზაფხულში ზღვაში;

ვირბინოთ ცხელ ქვიშაზე;

ვუყუროთ პირველი თოვლის ფანტელების ფენას ფანჯრიდან;

შევიგრძნოთ პირველი კოცნა დიდი ხნის განშორების შემდეგ;

ვირბინოთ ფეხშიშველა წყლის გუბეებში;

ვისმინოთ შორიდან მომავალი ჭექა-ქუხილის ხმა;

გავიღვიძოთ 1-ელ ივნისს და გავაცნობიეროთ, რომ წინ 3 თვე ზაფხულია;

ვნახოთ დედა დიდი ხნის განშორების შემდეგ;

დავწვეთ თოვლზე ზურგით და გავაკეთოთ "ანგელოზი";

ვიტიროთ კარგ ფილმზე.