სადიო მანეს სახლი მაშინ გაქურდეს, როდესაც ის

სადიო მანეს სახლი მაშინ გაქურდეს, როდესაც ის "ბაიერნის" წინააღმდეგ თამაშობდა

19 თებერვალს, მაშინ, როდესაც სადიო მანე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბაიერნის" წინააღმდეგ თამაშობდა, მისი სახლი გაქურდეს.

BBC-ის ცნობით, მოპარულია საათები, მობილური ტელეფონები და ავტომობილების გასაღებები.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით ეჭვმიტანილები დაკავებულები არ არიან.

სენეგალელი ფეხბურთელი 2017 წლის ნოემბერში, "მარიბორთან" მატჩის დროსაც გაქურდეს. დამნაშავე ახლოს მდებარე დეიან ლოვრენის სახლში შესვლასაც ცდილობდა, თუმცა მეზობელმა ქალმა პოლიცია გამოიძახა.

რამდენიმე დღის წინ "ბარსელონას" განელი თავდამსხმელის, კევინ-პრინს ბოატენგის სახლიც გაძარცვეს, საიდანაც 300 000 ევროს ღირებულების ქონება მოიპარეს.