როგორც საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ პრესსამსახურის უფროსმა განაცხადა, პრობლემა იყო ჩეკებთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე საათში მოგვარდა. „არავინ დაუკავებიათ. გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და პრობლემა რამდენიმე საათში მოგვარდა. ახლა აგრძელებენ ვარჯიშს“, - აცხადებენ კლუბის პრესამსახურში.
დღეს თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 5 ქართველი ფეხბურთელი ანკარაში ქურდობისთვის დააკავეს. გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში კლუბს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
იმედინეწს-ი ამჟამად ცდილობს თურქეთში საქართველოს კონსულთან დაკავშირებას.