იაპონიაში ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე დააკავეს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
"იაპონიაში საქართველოს საელჩოში ოსაკის სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შევიდა შეტყობინება საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ. საელჩო კომუნიკაციაშია როგორც საქართველოს ამ მოქალაქესთან, ისე ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებთან. ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია და აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება", - წერია ინფორმაციაში.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.