კესარია აბრამიძის დედის გარეგნობამ საზოგადოება აღაფრთოვანა

კესარია აბრამიძის დედის გარეგნობამ საზოგადოება აღაფრთოვანა

ქართველი მსახიობი და მოდელი - კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს ხშირად უზიარებს თვალისმომჭრელ კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, რომლებიც გამოქვეყნებისთანავე უამრავი ადამიანის მოწონებისა თუ განხილვის საგანი ხდება.

გუშინ, კესარიამ გულშემატკივრებს დედასთან ერთად გადაღებული კიდევ ერთი ფოტო გაუზიარა, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"დედაშენია თუ შენი და?.. ერთმანეთზე უკეთესები!" - სწორედ ასე შეაფასა დედა-შვილის გარეგნობა ერთ-ერთმა გამომწერმა.

გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც კესარიას შესანიშნავ გენეტიკას გაუსვა ხაზი, რაც სწორედ იმ ადამიანების მისამართით გაისმა, რომლებიც თვლიან, რომ არაჩვეულებრივი გარეგნობის ქალბატონის სილამაზე მხოლოდ და მხოლოდ პლასტიკური ქირურგიის დამსახურებაა.