რა მოხდა რეალურად? - თიკა ჯამბურიამ უცნობთან ერთად ჩაწერილი დუეტი შოუმენის გარეშე ჩაწერა

რა მოხდა რეალურად? - თიკა ჯამბურიამ უცნობთან ერთად ჩაწერილი დუეტი შოუმენის გარეშე ჩაწერა

დრო იცვლება და შესაბამისად იცვლება ადამიანების მუსიკალური გემოვნებაც, თუმცა, არის ჰიტები, რომლებიც დღემდე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ჩვენთვის დიდი დატვირთვა აქვს.

ასეთია თიკა ჯამბურიასა და უცნობის დუეტი "გავუსწროთ დროს". სიმღერა თიკამ უცნობთან ერთად პირველად წლების წინ შეასრულა.

პატარა გოგონა რიყეზე დამონტაჟებულ სცენაზე გამოვიდა მწვანე კაბით, რომელიც ცოცხალი ყვავილებით იყო გაფორმებული. სიმღერა გაჟღერებისთანავე ჰიტად იქცა.

წლების შემდეგ, თიკამ სიმღერის ახლებური ვერსია ჩაწერა და თანამედროვე ჟღერადობა შესძინა, თუმცა, ამჯერად ის უცნობის გარეშე მღერის.

სიმღერა "Teen studio"-ში ჩაიწერა.

რატომ არ მიიღო სიმღერის ახლებური ვერსიის შექმნაში მონაწილეობა უცნობმა, ამის გასარკვევად "რეიტინგი" თიკა ჯამბურიას დაუკავშირდა.

- ეს სიმღერა განსაკუთრებულად მიყვარს ჩემი რეპერტუარიდან, რაღაც განსაკუთრებული ემოციები მიჩნდება, როცა ვუსმენ ... სიმღერის ავტორია ჯემალ სეფიაშვილი, ჩემი და უცნობის დუეტის იდეის ავტორია ნატო დუმბაძე. სწორედ მან მომწერა ცოტა ხნის წინ, ახლებური ვერსია ჩამეწერა.

როცა დავფიქრდი, მივხვდი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ახალი ვერსიის გაკეთება. შევეხმიანე ჩემი ბავშვობის მეგობარს სოფო ტოროშელიძეს, რომლის მუსიკალურ გემოვნებას ვენდობი თვალდახუჭული. ვიცოდი, რომ ზუსტად იმას გააკეთებდა, რაც მინდოდა და ასეც მოხდა. თან აღმოჩნდა, რომ სოფოსაც ძალიან უყვარს ეს სიმღერა და ასე შეიქმნა ახალი ვერსია.

რატომ არ მიიღო სიმღერის ახალი ვერსიის ჩაწერაში მონაწილეობა უცნობმა?

- მინდოდა, ახლებური ვერსიაც დუეტი ყოფილიყო, რამდენჯერმე ვცადე უცნობთან დაკავშირება, თუმცა, ვერ მოვახერხე, ამიტომ სოლო ვერსიაც მომეწონა და ასე შეიქმნა ეს სიმღერა.