„მანჩესტერ სიტის“ 23 წლის ნახევარმცველმა, ლეროი სანემ, „შალკე“ – „სიტის“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში (2:3), ანგარიში 85-ე წუთზე გაათანაბრა. შეხვედრის შემდეგ კი ჟურნალისტებს უთხრა, ჩემი ყოფილი კლუბი ცოტა შემეცოდაო.
„გელზენკირხენული ატმოსფერო, როგორც ყოველთვის, შესანიშნავი იყო. „შალკე“ ცოტა შემეცოდა. მასპიძლებმა ძლიან კარგად ითამაშეს. თავს კარგად იცავდნენ და ამოცანა გაგვირთულეს. მაგრამ ბოლოს მაინც ვაჯობეთ და დავამარცხეთ. სტუმრად სამი გოლი გავიტანეთ და ეს მნიშვნელოვანია.“ - უთხრა გერმანელმა ფეხბურთელმა Goal-ს.
შეგახსენებთ, რომ სანე „შალკეს“ ღირსებას 2014-16 წლებში იცავდა და ჯამში 47 მატჩში 11 გოლი გაიტანა. 2016-ის აგვისტოში კი „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა.