როგორ იქცევით საყვარელი ადამიანის გვერდით ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

როგორ იქცევით საყვარელი ადამიანის გვერდით ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

მერწყული - საყვარელი ადამიანის გვერდით საოცრად რომანტიკულად იქცევით. ცდილობთ, მისი ყურადღება რომანტიკული ჟესტებით მიიპყროთ და სიურპრიზებით თავბრუ დაახვიოთ.

თევზები - ცდილობთ, საყვარელ ადამიანს აჩვენოთ, რომ საქმიანი ხართ, რომ ბევრს შრომობთ და საქმის კეთება არ გეზარებათ, თუმცა ხანდახან აჭარბებთ და თქვენი გამუდმებული საქმეებით პარტნიორს აშინებთ კიდეც.

ვერძი - ცდილობთ საყვარელ ადამიანს გიჟური იდეებით მოაწონოთ თავი. გაუზიაროთ თქვენი ყველაზე სულელური აზრებიც კი.

კურო - საყვარელი ადამიანის გვერდით ემოციებს ვერ თოკავთ და ზოგჯერ ზედემტად ემოციური ხართ. შესაძლოა, უმნიშვნელო რამეზეც კი იტიროთ, ან იცინოთ ისეთ რაღაცაზე, რაც სხვებს ღიმილსაც კი არ ჰგვრის.

ტყუპები - საყვარელი ადამიანის გვერდით მუდამ იცინით და პოზიტიურ განწყობაზე ხართ. ათას სისულელეს ამბობთ და გინდათ, რომ მასაც გადასდოთ დადებითი ენერგია.

კირჩხიბი - გინდათ, რომ საყვარელი ადამიანი სადმე მყუდრო ადგილას წაიყვანოთ და მასთან ერთად გაატაროთ დრო. მუდამ განმარტოებისკენ უბიძგებთ. ცდილობთ შეუქმნათ კომფორტის ზონა, რომლის დატოვებაც არასოდეს მოუნდება.

ლომი - თქვენ ამაყობთ საყვარელი ადამიანით და ყველას მისი ღირსების შესახებ ესაუბრებით. მის გვერდით კი საკუთარი შესაძლებლობებით იწონებთ თავს.

ქალწული - თქვენ მანიპულაციის შესანიშნავი უნარი გაქვთ და საყვარელი ადამიანით მანიპულირებაც კარგად გამოგდით. იდეალურად აკეთებინებთ შეყვარებულს იმას, რაც თქვენ გინდათ.

სასწორი - საყვარელი ადამიანის გვერდით მოწყენილი ხართ და თითქოს არ აძლევთ ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობას. არ საუბრობთ და გინდათ, რომ თავად მიხვდეს, თუ რას ფიქრობთ სინამდვილეში.

მორიელი - თუ ვინმე შეგიყვარდათ, მზად ხართ, რომ ყველაფერი გაუმხილოთ, ყველა საიდუმლო. როცა შეყვარებულის გვერდით ხართ, მას გაუჩერებლად ელაპარაკებით თქვენი ყველაზე საშიში საიდუმლოების შესახებ.

მშვილდოსანი- შესაძლოა, საყვარელ ადამიანს აჩვენოთ თქვენი ემოციები, მაგრამ ცდილობთ, რომ სითბო არ აჩვენოთ და ისე მოიქცეთ, თითქოს გულის მაგივრად ქვა გაქვთ.

თხის რქა - როცა შეყვარებულის გვერდით ხართ, ცდილობთ ცოტა ხნით დაივიწყოთ თქვენი საქმეები და თავს მაქსიმალურად განტვირთვის საშუალება მისცეთ. მის გვერდით უდარდელი ადამიანივით იქცევით.