10 ფაქტი ჰოლივუდის ოქროს ხანის ლეგენდარულ მსახიობებზე

10 ფაქტი ჰოლივუდის ოქროს ხანის ლეგენდარულ მსახიობებზე

კლარა ბლენდიკმა, მსახიობი რომელიც ლეგენდარულ The Wizard of Oz-ში დეიდა ემის როლს ასრულებდა, 85 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად აღიარებულ ლუსილ ბოლს იმდენად დაბალი თვითშეფასება ჰქონდა, რომ კარიერისთვის თავის დანებებას აპირებდა, რადგან თვლიდა, რომ უნიჭო იყო

ლეგენდარული ოდრი ჰეპბერნი მეორე მსოფლიო ომის დროს, შიმშილით სიკვდილს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ტიტების ფესვებით იკვებებოდა

როკ ჰადსონს ფილმ Giant-ის გადასაღებ მოედანზე ორივე კოლეგასთან, ელიზაბეტ ტეილორთან და ჯეიმს დინთან ჰქონდა რომანი

რიტა მორენომ მხოლოდ იმიტომ გააბა რომანი ელვის პრესლისთან, რომ ყოფილი შეყვარებული , მარლონ ბრანდო ეეჭვიანებინა

ლეგენდარული ჯოან კროუფორდი სამუდამოდ გამოიკეტა სახლში

მონტგომერ კლიფტი სიკვდილს ელიზაბეტ ტეილორმა გადაარჩინა. ავარიის შემდეგ, მსახიობს ორი კბილი მოსტყდა, რომელიც გადაეყლაპა და ამის შედეგად იხრჩობოდა, სწორედ ამ დროს მოიკრიბა ძალა ტეილორმა და კოლეგა და მეგობარი სიკვდილისგან იხსნა

ლეგენდარული კეტრინ ჰეპბერნი 1940 წელს შეუდარებელი ვივიენ ლის მეჯვარე იყო როდესაც ის ლორენს ოლივიეზე დაქორწინდა

გრეტა გარბო ადოლფ ჰიტლერის საყვარელი მსახიობი იყო. ჰიტლერი მსახიობს გამუდმებით სწერდა წერილებს და გერმანიაში ჩასვლას სთხოვდა, თუმცა უშედეგოდ

მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერს გარბო უყვარდა, საბედნიეროდ მსახიობს სულ სხვა დამოკიდებულება ჰქონდა ნაცისტური გერმანიის ლიდერისთვის. თავის უახლოეს მეგობართან საუბრისას, გარბომ აღიარა, რომ სიამოვნებით მოკლავდა ჰიტლერს, თუ ამის შენსი მიეცემოდა