შოთა არველაძის გაწვრთნილი ტაშკენტის "ფახთაქორი" აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
ქართველი სპეციალისტის გუნდმა პლეი-ოფში "ალ ნასრი" 2:1 დაამარცხა და ჯგუფურ ეტაპზე 2016 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს.
"ამ დიდი გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ჩვენი მიზანი იყო. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, ფეხბურთელებს, მთელ გუნდს." - განაცხადა მატჩის შემდეგ შოთა არველაძემ.
"ფახთაქორის" მეტოქეები ირანული "პერსეპოლისი", ყატარული "ალ სადი" და არაბული "ალ აჰლი" იქნებიან.
"ალ სადის" ღირსებას ლეგენდარული ესპანელი ნახევარმცველი ხავი ერნანდესი იცავს.