ნევილი:

ნევილი: "პოგბა პრემიერლიგაში საუკეთესოა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ფილ ნევილმა "მანჩესტერის" და პოგბას შესახებ ისაუბრა.

"არა მგონია პრემიერლიგაში პოლ პოგბაზე უკეთესი ფეხბურთელი იყოს. პოგბა ინგლისში საუკეთესოა. მას ბევრი ისეთი თვისება აქვს, რომელიც სხვა ფეხბურთელებს არ გააჩნიათ. სოლსკიაერის "მანჩესტერი" პროგრესირებს. ეს "მანჩესტერი" ძველ გუნდს მახსენებს"- განაცხადა ნევილმა.

ინგლისის თასზე "მანჩესტერმა" გასვლაზე "ჩელსის" 2:0 მოუგო. გოლები პოგბამ და ერერამ გაიტანეს.