„ბაიერნის“ ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი, თავის გუნდს ლივერპულში შეუერთდა, სადაც ბავარიელები დღეს, 19 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩს გამართავენ „ლივერპულის“ წინააღმდეგ.
საქმე ის არის, რომ რიბერი თავიდან გუნდთან ერთად არ გაფრენილა მერსისაიდში, რადგან მისმა მეუღლემ გოგონა გააჩინა და ფეხბურთელი მასთან დარჩა.
ცნობისათვის, ეს რიბერების მეხუთე შვილია. შგახსენებთ, რომ რიბერი მუსლიმანია. მისი ცოლი კი ალჟირული წარმოშობის ფრანგი გახლავთ.