ჩინურმა "დალიან იფანმა" სლოვაკი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკი საკუთარ "ტვიტერზე" წარადგინა. ჯანლუკა და მარციოს ინფორმაციით ევროპელი ფეხბურთელის ტრანსფერი ჩინელებს 15 მილიონი ევრო დაუჯდათ.
ფეხბურთელი წელიწადში 9 მილიონ დოლარს მიიღებს. მარეკ ჰამშიკი აზიურ გუნდში ნაპოლიდან გადაბარგდა.
11 წლის განმავლობაში სლოვაკმა ვარსკვლავმა ნაპოლის შემადგენლობაში 520 მატჩი ჩაატარა და 121 გოლი გაიტანა. 31 წლის ფეხბურთელმა ორჯერ იტალიის თასი მოიგო, ერთხელ კი ქვეყნის სუპერ თასს დაეუფლა.