ეკა სამხარაძე ცნობილ მოქანდაკეზეა შეყვარებული

ეკა სამხარაძე ცნობილ მოქანდაკეზეა შეყვარებული

ტელეწამყვანი ეკა სამხარაძე ყვითელი პრესისთვი მუდმივად საინტერესო რესპოდენტია, თუმცა ინტერვიუები დიდად არ უყვარს.

ის არც სკანდალური ცხოვრებით გამოირჩევა და ჭორების ქარ-ცეცხლშიც თითქმის არასდროს ხვდება.

ეკა სამხარაძეს ერთი ქალიშვილი, ლიზა სულაბერიძე ჰყავს, რომლის აღზრდაშიც ბოლომდე არის ჩართული.

ეკა ერთადერთხელ იყო დაქორწინებული, მისი მეუღლე, ცნობილი პროდუსერი ნოე სულაბერიძე გახლდათ, თუმცა წყვილის ოჯახი მალე დაინგრა.

მაშინ თბილისში ჭორაობდნენ, რომ დაშორების მიზეზი ნოეს ღალატი გახდა და მას არაერთ ქალთან აწყვილებდნენ. თუმცა რეალური მიზეზი დღემდე უცნობია.

მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, თუმცა ეკა სამხარაძის პირად ცხოვრებაზე ჭორები არცერთხელ არ გავრცელებულა, რასაც ვერ ვიტყვით ნოე სულაბერიძეზე.

რამდენიმე თვის წინ კი, თბილისში გავრცელდა, ჭორი იმის შესახებ, რომ ტელეწამყვანმა ახალი სიყვარული იპოვა.

ჩვენი წყაროს ცნობით, ეკას რჩეული მოქანდაკე ზურაბ არაბიძე გახლავთ. ტელეწამყვანის რჩეული მოსკოვში ცხოვრობს და წარმატებული გამოფენები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.