"ბაიერნის" ვეტერანმა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"ყველაზე მეტად "ენფილდზე" არ მიყვარს თამაში. ყველას ჰყავს საყვარელი მოწინააღმდეგე და ჰყავს ისეთი, რომელთანაც თამაში არ გინდა.
როდესაც "ჩელსიში" ვასპარეზობდი, "ლივერპული" მართლაც სერიოზული მოწინააღმდეგე იყო. ერთ-ორ მატჩს მაღალ დონეზე ჩაატარებდნენ, მთელს სეზონს კი - ვერა. ეს მათი ყველაზე დიდი უპირტესობა იყო - საჭირო მომენტში შესანიშნავად თამაშობდნენ.
ახლა ყველაფერი შეიცვალა, ისინი პროგრესირებენ. მწვრთნელმა კარგი გუნდი დააყენა. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ. კარგა ხანია პრემიერლიგა არ მოუგიათ და ამაზე ოცნებობენ", - ციტირებს რობენს "გარდიანი".