ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის სასამართლო დავა გრძელდება.
ჰოლივუდის ვარსკვლავმა უკვე იპოვა ახალი სიყვარული - შარლიზ თერონი, რამაც ანჯელინა ჯოლი გააღიზიანა. თუმცა ბრედ პიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ანჯელინა ჯოლის არავინ ეკითხება მის ცხოვრებაში ვინ იქნება.
ვარსკვლავური წყვილის გარშემო მოვლენები ამით არ სრულდება. როგორც ჩანს, სკანდალში ახალი ვარსკვლავი გამოჩნდება და ეს ბრედ პიტის ყოფილი ცოლი ჯენიფერ ენისტონია.
მას შემდეგ, რაც მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრედ პიტი ჯენიფერ ენისტონის 50 წლის იუბილეზე იმყოფებოდა, წყვილის ურთიერთობის შესახებ ახალი დეტალები ირკვევა. ცნობილია, რომ ისინი 2016 წელს კვლავ დაახლოვდნენ, როდესაც ენისტონს დედა გარდაეცვალა, ბრედმა კი მას მორალური მხარდაჭერა გაუწია. ეს სწორედ იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ჯოლიმ განქორწინებაზე განცხადება შეიტანა.
ინსაიდერების ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ჯოლისა და პიტს შორის შვილების მეურვეობაზე სასამართლო დავა დაიწყო, ენისტონმა ბრედს მის სასარგებლოდ ჩვენების მიცემა შესთავზა. ენისტონს სურდა ეთქვა მოსამართლისთვის, რომ ბრედი კარგი ადამიანი და გადასარევი მამაა, ხოლო ანჯელინა მას უამრავ სიბინძურეს მიაწერს. ამის შემდეგ ბრედმა და ჯენიფერმა რეგულარული მიმოწერა დაიწყეს.