ქეთა თოფურიას ვალენტინობა განსაკუთრებულად მიულოცეს

ქეთა თოფურიას ვალენტინობა განსაკუთრებულად მიულოცეს

ცნობილი მომღერალი - ქეთა თოფურია, ცოტა ხნის წინ, მეგობარ ბიჭს - რეპერ გუფის დაშორდა, თუმცა ეს როდი ნიშნავს იმას, რომ სიყვარულის დღეს სასიამოვნო საჩუქრით განებივრების საშუალება არ მიეცა, როგორც მის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოებიდან ჩანს, წლევანდელი დღესასწაული მისთვის ყველაზე ძვირფასმა ადამიანმა გაალამაზა.

ქეთამ ვიდეო ატვირთა, რომელშიც ქალიშვილი - პატარა ოლივიას მიერ მორთმეული ხელნაკეთი გულის ფორმის საჩუქარი ჩანს. "რა შეიძლება ამაზე საყვარელი იყოს?! დღეს ოლივია შემოდის და ამბობს" დე, მე შენ მიყვარხარ" ჩემი პატარა ვალენტინი" - ამბობს ვიდეოში ქეთა.

როგორც ჩანს, ეს დღე ქეთასთვის და მისი ბენდის - A Studio-სთვის, ჩვეულებისამებრ, დატვირთული აღმოჩნდა, რასაც მის მიერ კულისებიდან გამოქვეყნებული სახალისო პოსტიც მოწმობს.

სწორედ ასე აღნიშნა მომღერალმა ვალენტინობის დღე და მოგვიანებით გამომწერებსაც შემდეგი ჩანაწერის მეშვეობით მიულოცა სიყვარულის დღე.