მანძილის მიუხედავად, პრინცმა ჰარიმ ვალენტინობა მეუღლესთან ერთად გაატარა

მანძილის მიუხედავად, პრინცმა ჰარიმ ვალენტინობა მეუღლესთან ერთად გაატარა

წლევანდელი ვალენტინობის დღე პრინცი ჰარისა და მეგან მარკლისთვის პირველი იყო, როცა მას ცოლ-ქმრის სტატუსით შეხვდნენ, თუმცა სამწუხაროდ ამ დღის ერთად გატარება ვერ შეძლეს. სასექსის ჰერცოგს ნორვეგიაში მოუწია ოფიციალური ვიზიტით გამგზავრება.

რა თქმა უნდა ექსტრემალური ამინდის გამო ორსული ჰერცოგინია მეუღლეს, რომელიც აქ მყოფ საზღვაო ფლოტთან შესახვედრად ჩამოვიდა, გვერდს ვერ დაუმშვენებდა.

ჰარი უკვე რამდენიმე წელია ამ ფლოტს ხელმძღვანელობს, ამიტომ მისი აქ ნახვა არავის გაკვირვებია და მეტიც, მასპინძლებმა მისთვის ვალენტინობის დღის შედარებით გალამაზება გადაწყვიტეს.

რადგან ამ დღეს პრინცი საყვარელ ქალთან ვერ ატარებდა, დანაყოფის წევრებმა იგლუ, რომელშიც ჰარის მოუწია ღამის გათენება, მეუღლესთან ერთად გადაღებული სურათებით მოურთეს და სასიამოვნო მელოდიებითა თუ სანთლებით გააფორმეს.

ამ ყველაფერმა ჰერცოგი სასიამოვნოდ გააკვირვა, "რა უცნაურები ხართ, ყველაფერი ისეა თითქოს თქვენს კერძო სალოცავში მიმიპატიჟეთ. ეს მუსიკაც ამის ნაწილია? რა რომანტიკაა!" - იხუმრა ჰარიმ, როცა იგლუში ფეხი შედგა.