რას ფიქრობს ტინა კუნაკი მონიკა ბელუჩიზე?

რას ფიქრობს ტინა კუნაკი მონიკა ბელუჩიზე?

გასულ წელს მსოფლიო შოუბიზნესი მორიგმა სენსაციურმა ქორწილმა მოიცვა, რადგან ყველა 52 წლის მსახიობის - ვენსან კასელისა და 21 წლის მოდელის - ტინა კუნაკის ურთიერთობის ოფიციალურად დადასტურებაზე ალაპარაკდა.

რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებიც მონიკასა და ვენსანის ურთიერთობას წლების მანძილზე გულშემატკივრობდნენ, ამ ფაქტმა საკმაოდ გაანაწყენა, თუმცა როგორც ჩანს ვარსკლავური ტრიო თავს შესანიშნავად გრძნობს, რასაც მათი ინტერვიუებიც მოწმობს.

"მე მონიკას გულს არასდროს ვატკენდი, ის ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ, მას რომ დასჭირდეს სამყაროს მეორე მხარესაც წამებში გავჩნდები. ყველაზე ცუდი რამ, რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია სხვისთვის გულის ტკენაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას შურისძიების სახე აქვს" - აღნიშნა ვენსანმა ქორწილამდე Journal De La France-თან ინტერვიუში.

ვენსანის შესახებ საუბარს არც თავად მონიკა გაურბის, "მე მადლიერი ვარ ჩემი ორივე ყოფილი მეუღლის იმ ყველაფრისთვის რაც მათ ჩემს ცხოვრებას განსხვავებულად და არამიზანმიმართულად შესძინეს"-აღნიშნა 54 წლის მსახიობმა.

თუ ყოფილ ცოლ-ქმარს შორის მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდა, როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივ უკმაყოფილო არც მოდელია, რომელიც სულ მალე პირველი შვილის დედა გახდება

მეტიც, ის  სილამაზის ეტალონად ქცეული მონიკას გარეგნობასაც ეჭვიანობის გარეშე უყურებს. ერთ-ერთმა ინსტაგრამის გამომწერმა მას ჰკითხა მიიჩნევდა თუ არა მონიკას მომხიბვლელად, რაზეც ტინა ლაკონურად დაეთანხმა

"როგორც ჩანს, მომავალ დედიკოს არ ესწავლება ზრდასრულებისთვის საჭირო ქცევები" - სწორედ ასე შეაფასა Yahoo-ს გამოცემამ მისი ეს პასუხი.