ბორისოვის ბატეს მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსეი ბაგამ, ევროპა ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში, ლონდონის „არსენალთან“ გამარჯვების შემდეგ (1:0), ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისმა გუნდმა შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, ლონდონში ურთულესი მატჩი ელით.
„ცხადია, რომ ლონდონში ურთულესი საპასუხო შეხვედრა გველის. თუმცა, ვფიქრობ, პაწაწინა ნაბიჯი გადავდგით შემდგომ ეტაპზე გასასვლელად.
„არსენალმა“ თუ გაგვაკვირვა? არა, 90 პროცენტით გამოვიცანით შემადგენლობა. უნაი ემერის რაიმე სიახლე არ შემოუთავაზებია. ძალიან გახარებულები ვართ. ეს გამარჯვება სექსზე უკეთესი იყო.“ - განაცხადა ბაგამ პრესკონფერენცისაზე.