დიეგო სიმეონემ მადრიდის ატლეტიკოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. Sky Sports-ის ინფორმაციით მადრიდულ გუნდთან არგენტინელი სპეციალისტი 2022 წლამდე იმუშავებს.
სამხრეთ ამერიკელი მწვრთნელი დედაქალაქურ კლუბში 2011 წელს მივიდა. მისი თაოსნობით მადრიდის ატლეტიკომ ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი, ორჯერ ევროპის ლიგა და ამდენივეჯერ უეფას სუპერ თასი მოიგო.
სიმეონეს ხელმძღვანელობით მადრიდელებმა ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გააღწიეს.