Forbes-ის მიერ გავრცელებული სიის მიხედვით, ლებრონ ჯეიმსი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელია. ავტორიტეტული გამოცემის გათვლებით, კალათბურთის ამერიკელი ვარსკვლავის შემოსავალი 2018-19 წლების სეზონში 89 მილიონ დოლარამდე იქნება.
"ლოს-ანჯელეს ლეიკერსისგან" სპორტსმენი მხოლოდ 35,7 მილიონ დოლარს მიიღებს. დანარჩენ 53 მილიონს, მეფე ლებრონი რეკლამებიდან გამოიმუშავებს. NBA-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების ხუთეულში სტეფ კარი, კევინ დიურანტი, რასელ უესტბრუკი და ჯეიმს ჰარდენი მოხვდნენ.