მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ალვარო არბელოამ კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელ, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. ალვაროს თქმით, დიდი იმედი აქვს, რომ მესი კარიერას მალე დაასრულებს.
„ის კარგია, მაგრამ მე არასდროს ვყოფილვარ მისით აღფრთოვანებული და არა მგონია ეს გავაკეთო. იმედია, კარიერის დასრულებამდე ბევრი დრო არაა დარჩენილი“, - განაცხადა არბელოამ.
გარდა ამისა, ესპანელმა იმედი გამოთქვა, რომ „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგას, რაც შეიძლება მალე დაემშვიდობება:
„იმედია, ვარჯიშებზეც კი დამარცხდებიან, რადგან, როდესაც „ბარსელონა“ მარცხდება, ეს „რეალისთვის“ პოზიტიური ამბავია“, - დასძინა არბელოამ.