„მანჩესტერ იუნაიტედთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის წინ, „პარი სენ-ჟერმენის“ გერმანელმა ნახევარმცველმა, იულიან დრაქსლერმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნეიმარის და ედინსონ კავანის არყოფნის მიუხედავად, მისი გუნდი გამარჯვებას მაინც შეეცდება.
„მანჩესტერ იუნაიტედს“ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ იმავეს თქმა შეიძლება ჩვენზეც. საწყენია, ნეიმარი, კავანი და მენიე რომ დაგვაკლდებიან, მაგრამ ამან წარმატებაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს. ჩვენ შეგვიძლია ამოცანას თავი გავართვათ. წლევანდელი მერვედფინალი შარშანდელის მსგავსი არ იქნება, უნდა დავამტკოცოთ, რომ მოგება შევიძლია (გასულ გათამაშებაში პარიზული კლუბი ამავე ეტაპიდან მომავალმა გამარჯვებულმა, მადრიდის „რეალმა“ გამოთიშა).
„მანჩესტერმა“ ბოლო შეხვედრები ბრწყინვალედ ჩაატარა და ვფიქრობ, ისინი კიდევ უფრო მოუმატებენ. ძნელი მატჩი გველის. ტაქტიკური ბრძოლა იქნება. მასპინძლები შეგვიტევენ, მაგრამ არ უნდა შევდრკეთ. დიდი მნიუშვნელობა ექნება დი მარიას თამაშს. და კიდევ, არ დაგვავიწდეს, რომ საპასუხო შეხვედრა პარიზში გველის.“ - უთხრა დრაქსლერმა უეფას პრესსამსახურს.