1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ლეგენდარული ინგლისელი მეკარე გორდონ ბენქსი გარდაიცვალა. თავის პოზიციაზე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ფიფამ წლის მეკარედ ექვსჯერ დაასახელა.
ბენქსი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე გამორჩეული "სეივის" ავტორიცაა. 1970 წლის, მექსიკის მუნდიალზე ბენქსმა, პელეს ურთულესი დარტყმა მოიგერია. BBC-ის ინფორმაციით ლეგენდის გარდაცვალება მისმა ოჯახმა დაადასტურა. გორდონ ბენქსი 81 წლის იყო.
ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურით ბენქსმა 73 მატჩი ჩაატარა. მისი კარიერა "ჩესტერფილდში" დაიწყო. 1959 წელს კი მომავალი მსოფლიო ჩემპიონი "ლესტერის" ფეხბურთელი გახდა. ინგლისელი "სტოუკ სიტიში" და "ფორტ ლოუდერდეილ სტრაიკერშიც" ასპარეზობდა.