ქართველი წყალბურთელის ანდრია ბითაძის გუნდელებს ხორვატიაში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. „ტრიგლავ ლიგის“ მე-13 ტურში ანდრია ბითაძის „ცრვენა ზვეზდას“ „მორნართან“ უნდა ეთამაშა. შეხვედრა მომხდარი ჩხუბის გამო გადაიდო. ქართველის გუნდელებს, ქალაქ სპლიტის ერთ-ერთ კაფეში ფიზიკურად გაუსწორდნენ. წყალბურთელებს უცნობი პირები დაესხნენ თავს და სცემეს.
თავდამსხმელების გაღიზიანება სავარაუდოდ „ცრვენა ზვეზდას“ ლოგომ გამოიწვია. ერთმა სპორტსმენმა თავს ზღვაში გადახტომით უშველა, ის წყლიდან სანაპიროზე მყოფმა ხალხმა ამოიყვანეს.
ინციდენტის დროს ბითაძე სასტუმროში იმყოფებოდა. მომხდარს გამოეხმაურა ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი და აღნიშნა, რომ ყოვლად მიუღებელია ხულიგნობა. პრეზიდენტმა საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.
ჯერჯერობით უცნობია როდის ჩატარდება „ცრვენა ზვედზდასა“ და „მორნარის“ შეხვედრა.