ქართველის ძალოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტულს მეორედ დაეუფლა!
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული წოდება მას 2017 წელსაც ერგო.
ძალოსნობის საერთაშორისიო ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ლაშა ტალახაძემ 17 800 ხმა მოაგროვა.
ქალთა შორის საუკეთესოდ 13 000 ხმით კვლავ ესპანელი ლიდია ვალენტინი დასახელდა.
გამოკითხვაში 30 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
ვაჟებშ შორის მეორე ადგილზე ირანელი სოჰრაბ მორადი გავიდა, მესამე პოზიცია კი ინდონეზიელმა ეკო იული ირავანიმ დაიკავა.