ბასილაშვილი საუკეთესო ოცეულში მეორედ მოხვდა

ბასილაშვილი საუკეთესო ოცეულში მეორედ მოხვდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი საუკეთესო ოცეულში მეორედ შევიდა.

თუმცა, ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სარეიტინგო ქულები დაკარგეს და TOP20-დან გამოვარდნენ ფრანგი ლუკ პუიე და ბელგიელი დავიდ გოფენი.

ქართველი ჩოგბურთელი  როტერდამის ATP500-ის ტურნირში ჩაებმება, სადაც პირველ წრეში კორეელ ჰიეონ ჩონგს შეხვდება.