მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჩვენი წარმატება ჩვენს მეორე ნახევარზეა დამოკიდებული

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჩვენი წარმატება ჩვენს მეორე ნახევარზეა დამოკიდებული

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც მეორე ნახევრის მხარდაჭერა ყოველთვის გარანტირებული აქვთ რთულ დავალებებს ბევრად მარტივად უმკლავდებიან.

მნიშვნელობა არ აქვს, აცნობიერებთ ამას თუ არა, მაგრამ თქვენი წარმატება და ცხოვრებაზე შეხედულება დამოკიდებულია ადამიანებზე, რომლებიც გარშემო გყავთ. მეცნიერები ამბობენ, რომ წარმატება დიდწილად განისაზღვრება იმით, თუ ვისზე ხართ დაქორწინებული.

ცოტა ხნის წინ კარნეგი მელონის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული შედეგები აჩვენებს, რომ მეუღლეს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია თქვენს გადაწყვეტილებაზე. შესაბამისად, ეს ხელს უწყობს ან უშლის თქვენს წარმატებას.

დამტკიცებულია, რომ ადამიანები, რომლებსაც საიმედო მხარდამჭერი ჰყავთ მეორე ნახევრის სახით, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი, „ცხოვრებაში წარმატებებს მიაღწიონ“.

ამ შედეგამდე მეცნიერები მას შემდეგ მივიდნენ, რაც 163 ოჯახური წყვილი შეისწავლეს. თითოეული პარტნიორი არჩევანის წინაშე დააყენეს: შეესრულებინათ მარტივი დავალება ან კონკრეტული პრიზის სანაცვლოდ შეჯიბრებაში მიეღოთ მონაწილეობა. ამ დროს მკვლევარები მეუღლეებს შორის საუბრის ყველა დეტალს იწერდნენ.

როგორც გაირკვა, ექსპერიმენტის ის მონაწილეები, რომლებსაც მეუღლეები უჭერდნენ მხარს, ხშირად თანხმდებოდნენ ჯილდოსთვის ბრძოლას. და პირიქით - ვისაც ოჯახში ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა, არჩევანს მარტივი დავალების შესრულებაზე აკეთებდნენ.

თუმცა კვლევა ამით არ დასრულებულა. მეცნიერები იმავე წყვილებს 6 თვის შემდეგ დაუკავშირდნენ და აღმოაჩინეს, რომ ვინც პრიზისთვის შეჯიბშრი ჩაერთო, მათი ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდა, გაუმჯობესდა მატერიალური კეთილდღეობა და გაიზარდა ბედნიერების განცდის დონე მათთან შედარებით, ვინც კონკურენციისგან თავი შეიკავა.

როგორც ფსიქოლოგიის პროფესორი და კვლევის ავტორი ბრუკ ფინი ამბობს, მეცნიერების ჯგუფმა დაამტკიცა, რომ მხარდაჭერა, რომელსაც ადამიანები გადაწყვეტილების მიღების დროს იღებენ, ძალიან დიდ გავლენას ახდენს მათ მომავალ კეთილდღეობაზე.

პარტნიორი ან გეხმარებათ წარმატების მიღწევაში, მოტივაციას გაძლევთ, გამოიყენოთ შესაძლებლობები ან ხელს გიშლით ამაში, ამცირებენ იმის ალბათობას, რომ თქვენ ისარგებლებთ ზრდისა და წინსვლის შესაძლებლობებით.

ცნობილი წყვილები მეცნიერების დასკვნებს ადასტურებენ

მეცნიერთა თეორიის საუკეთესო მტკიცებულება, ალბათ, მაინც თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი წყვილები არიან. ბარაკ და მიშელ ობამები, მარკ ცუკენბერგი და პრისცილა ჩანი, jay-Z და Beyonce და ა.შ.

თითოეული მათგანი სხვადასხვა სამყაროდანაა და სხვადასხვა სფეროში მუშაობს, მაგრამ ყველა ერთ ჭეშმარიტებას აღიარებს: ისინი ვერ მიაღწევდნენ წარმატებებს, რომ არა საყვარელი ადამიანების დახმარება.

2011 წელს ოპრა უინფრის შოუში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოტყდა: „რა თქმა უნდა, ყველა ჩემი წარმატება შეუძლებელი იქნებოდა მიშელის გარეშე. ადრე მკითხე, რა მეხმარებოდა, რომ არ გავგიჟებულიყავი, შემენარჩუნებინა წონასწორობა და სტრესს გავმკლავებოდი. რა თქმა უნდა, ეს ჩემი მშვენიერი ქალბატონია. ის არა მხოლოდ შესანიშნავი პირველი ლედი, არამედ ჩემი მხარდამჭერია. და მე ყოველდღე ბევრ რამეში მისი იმედი მაქვს“.

კიდევ ერთი მაგალითი - მარკ ცუკენბერგის სიტყვა ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან საუბრისას, 2017 წელს: „პრისცილა ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი ადამიანია. ამიტომ მასთან ქორწინება ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც ჩემს ცხოვრებაში გავაკეთე“.

მაგრამ მეუღლის მხარდაჭერა მხოლოდ ქალებს არ შეუძლიათ. ღნB-ის დედოფალი Bეყონცე ასევე მიიჩნევს, რომ წარმატებული მეუღლის, ჟაყ-ძ-ის მხარდაჭერით გახდა. მომღერლის თქმით, მამაკაცი მას ყველაფერში ეხმარება: „მე ვერ გავხდებოდი ის ქალი, რომელსაც ახლა ხედავთ, სახლში ეს მამაკაცი რომ არ მელოდებოდეს. იმის ცოდნა, რომ ის იქ არის, ჩემი წარმატების გარანტია“.

წარმატების კონცეფციას თითოეული ჩვენგანი თავისებურად განსაზღვრავს. შესაძლოა ზოგიერთი თქვენგანი ქორწინებაზე საერთოდ არ ფიქრობს, მაგრამ იმ გრძნობების არსებობას ვერ უარყოფთ, რომლითაც თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენს ცხოვრებას ავსებს.

იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, ვისაც თქვენი სჯერა და გაძლევთ მოტივაციას, ჭეშმარიტად ფასდაუდებელია. მსგავსი ურთიერთობები გეხმარებათ წარმატებების მიღწევაში, გაბედნიერებთ და მადლიერს გხდით.

კიდევ, იმასაც ამბობენ, რომ წარმატება ნაკლებად გეჩვენებათ, თუ მათ ვერავის უზიარებთ.