უეფას ტურნირებში მოქმედი სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა შესაძლოა გაუქმდეს. უეფას აღმასრულებელი კომიტეტი ამ საკითხზე იმსჯელებს და არაა გამორციხული უახლოეს მომავალში ეს წესი გააუქმონ.
სტუმრად გატანილი გოლის წესი უეფას ტურნირებში 1967 წლიდან მოქმედებს. მოგეხსენებათ, ორი მატჩის ჯამში თანაბარი ანგარიშის დაფიქსირების შემთხვევაში უპირატესობა იმ გუნდს ენიჭება, რომელმაც სტუმრად უფრო მეტჯერ შეძლო გოლის გატანა.
აღნიშნული წესით ბოლო დროს უკმაყოფილება მწვრთნელებმა გამოთქვეს და უეფას გენერალური მდივანი ჯორჯო მარკეტი ამას არ მალავს.
„მწვრთნელები ფიქრობენ, რომ სტუმრად გატანილი გოლის წესი უნდა გადაიხედოს და ამას ჩვენ გავაკეთებთ. მათი აზრით, სტუმრად გატანა დღეს ნაკლებად რთულია წარსულთან შედარებით“, - თქვა მარკეტიმ.
ჯერჯერობით კონკრეტული თარიღი არ გაჟღერებულა თუ როდის აპირებენ უეფაში ხსენებული საკითხის განხილვას.