ფერგიუსონი იხსენებს:

ფერგიუსონი იხსენებს: "მალდინის "მანჩესტერში" გადაყვანა მინდოდა, მაგრამ..."

ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი წარსულს იხსენებს და აღნიშნავს, რომ „მილანიდან“ „მანჩესტერში“ პაოლო მალდინის გადაყვანა სურდა. შოტლანდიელი თავის დროზე სწორედ ამ მიზნით იტალიელის მამას, აწ გარდაცვლილ ჩეზარე მალდინის შეხვდა.

თუმცა, როგორც სერ ალექსმა გაიხსენა, მაშინ დიდი გაკვეთილი მიიღო - ჩეზარემ მოკლედ მოუჭრა, რომ ეს აზრი დაევიწყებინა:

„ვაღიარებ, რომ მქონდა მალდინის შეძენის მცდელობა. ის ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო, მაგრამ როდესაც მამამისს შევხვდი, მიპასუხა, რომ ეს აზრი თავიდან ამომეგდო. ჩეზარემ მითხრა: ბაბუაჩემი „მილანში“ იყო, მამაჩემიც, მეც და ჩემი შვილიც მილანისტაა. დავიწყე! ჩემთვის ეს დიდი გაკვეთილი იყო“, - გაიხსენა ფერგიმ.

შეგახსენებთ, პაოლო მალდინიმ მთელი კარიერა „მილანში“ გაატარა. ლეგენდარულმა იტალიელმა „როსონერის“ 24 წელი მიუძღვნა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.

გარდა ამისა, გახდა კლუბის რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით. პაოლომ „მილანის“ ღირსება 1985-2009 წლებში 902-ჯერ დაიცვა და 33 გოლი გაიტანა.