ფრანგულ „ნანტში“ ემილიანო სალას 9-ნომრიან მაისურს აღარ ჩაიცვამენ

ფრანგულ „ნანტში“ ემილიანო სალას 9-ნომრიან მაისურს აღარ ჩაიცვამენ

ფრანგულ ნანტში 9 ნომრიან მაისურს, რომლითაც ემილიანო სალა თამაშობდა ხმარებიდან ამოიღებენ. არგენტინელი ფეხბურთელის გუნდმა, სპორტსმენის ხსოვნას პატივი ამ ფორმით მიაგო. ინფორმაცია კლუბის Twitter-ზე გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკელი თავდამსხმელი გარდაცვალების ფაქტი გუშინ ოფიციალურად დადასტურდა.

ემილიანო სალა 19 იანვარს "ნანტიდან" "კარდიფ სიტიში" გადავიდა. უელსურ გუნდთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ არგენტინელი საფრანგეთში, თანაგუნდელებთან დასამშვიდობებლად დაბრუნდა. უკანა გზაზე კერძო თვითმფრინავი, ლა-მანშის სრუტის თავზე გაუჩინარდა. მაშველებმა რამდენიმე კვირაში ტრასნპორტთან ერთად ფეხბურთელის ცხედარიც აღმოაჩინეს. კარდიფ სიტის შემადგენლობაში მან ვერცერთი თამაშის ჩატარება ვერ მოასწრო. სპორტსმენი 28 წლის იყო.