LA Galaxy დევიდ ბექჰემს ძეგლს დაუდგამს

LA Galaxy დევიდ ბექჰემს ძეგლს დაუდგამს

„ლოს-ანჯელეს გალაქსი“ (LA Galaxy) ყოფილ ნახევარმცველ დევიდ ბექჰემს თავის არენასთან ძეგლს დაუდგამს. ამის შესახებ CBS Los Angeles-ი წერს.

ამერიკული საფეხბურთო ლიგის MLS-ის კლუბის თქმით, ცერემონიას ბექჰემიც დაესწრება. ღონისძიება 2 მარტს გაიმართება.

MLS-ის კლუბი ფეხბურთელს ქანდაკებას პირველად უდგამს. კალიფორნიული კლუბის რიგებში დევიდ ბექჰემმა 5 წელი ითამაშა.