ბრაზილიაში ხანძარს საფეხბურთო კლუბის ახალგაზრდული გუნდის 10 წევრი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
ირკვევა, რომ ხანძარი კლუბ „ფლამინგოს“ საწვრთნელ ბაზაზე გვიან ღამით გაჩნდა, როდესაც ფეხბურთელებს საერთო საცხოვრებელში ეძინათ.
გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.