დრო გვჭირდება, რომ გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს გააზრებულ, მშვიდ და ემოციისაგან დაცლილ პოზიციას

დრო გვჭირდება, რომ გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს გააზრებულ, მშვიდ და ემოციისაგან დაცლილ პოზიციას

დრო გვჭირდება იმისთვის, რომ გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს გააზრებულ, რაციონალურ, მშვიდ და ემოციისაგან დაცლილ პოზიციას, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტების კითხვას მმართველი გუნდის შემადგენლობის მოსალოდნელი დატოვების თაობაზე.

„გადაწყვეტილება როგორიც იქნება, მნიშვნელოვანია. მიზანი არის ის, რომ პირველ რიგში არ დაბრუნდეს ძალადობრივი რეჟიმი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას წლები შევალიე და ამ ქვეყანაში დაცული იყოს სამართლიანობა“, - დასძინა ეკა ბესელიამ.