"ქართული ოცნება" იქცა სექტად, ვიღაცას იყიდიან, ვიღაცას შეაშინებენ"

მმართველ გუნდში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ანალიტიკოსები საუბრობენ. მათი აზრით, შიდა ჯგუფები თავიანთ სასარგებლოდ პარტიის მონოპოლიზებას ცდილობენ და არ გამორიცხავენ კომპრომატებით ბრძოლა გაგრძელდეს.

„ქართული ოცნება" იქცა სექტად. იქიდან გამომდინარე, რომ სხვა რესურსს ვერ ხედავენ ფსევდოერთიანობის შენარჩუნებისთვის, ბუნებრივია, აქ იქნება გამოყენებული კომპრომატი, ასევე შოლტის და თაფლაკვერის პოლიტიკა იქნება გატარებული. ვიღაცას იყიდიან, ვიღაცას შეაშინებენ, მაგრამ ამ ტიპის მანკიერი სისტემები არ არის სიცოცხლისუნარიანი“, - ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

ექსპერტების ნაწილი იმასაც ამბობს, რომ რუსული მართვის სტილის გამო, ბიძინა ივანიშვილმა არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ საკუთარი გუნდის ნაწილის პატივისცემა დაკარგა.