მოსკოვში წმინდა გიორგის ტაძრის ქართველმა მრევლმა შიმშილობა გამოაცხადა

მოსკოვში წმინდა გიორგის ტაძრის ქართველმა მრევლმა შიმშილობა გამოაცხადა

მოსკოვის ცენტრში, საქართველოს ქუჩაზე მდებარე ქართული ტაძრის ქართველი მრევლი მღვდელმსახურის შეცლას მოითხოვს. ამ მიზნით მათ შიმშილობაც დაიწყეს. საპროტესტო აქციაში დაახლოებით 10 ადამიანი მონაწილეობს.

ტაძრის წინამძღვარი ფიოდორ კრეჩეტოვი ამბობს, რომ კონფლიქტი გასული წლის დეკემბერში დაიწყო. მღვდელს, რომან ზარნაძეს, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდანაა და მოსკოვში 1990 წლიდან ცხოვრობს, სურს, რომ მსახურება ამ ტაძარში განაგრძოს, მაგრამ ამისათვის კურთხევა საქართველოს საპატრიარქოსგან უნდა მიიღოს. კრეჩეტოვი ამბობს, რომ მღვდელს მსახურების კანონიკური უფლება არ აქვს. მან კი ეს მტკივნეულად მიიღო.

მისივე თქმით, სამშაბათს, საღამოს ლოცვის შემდეგ ტაძარში 10 ადამიანი მივიდა, რომლებიც მხარს უჭერენ ზარნაძეს და მოითხოვეს მისი წინამძღვრად დანიშვნა. იმ საღამოს პოლიციასთან საუბრის შემდეგ დაიშალნენ, მაგრამ აქცია ოთხშაბათიდან ისევ განახლდა.

ხსენებულ ტაძარში მსახურება ორ ენაზე სრულდება - ქართულად და რუსულად. ეკლესია მოსკოვის ცენტრში 260 წლის წინ აშენდა. ის დღეს ერთადერთი ქართული ტაძარია მოსკოვში.