საქართველოში 90-იანი წლების შემდეგ გაზმომარაგების სრულად აღდგენიდან დღემდე ბუნერბივი აირის ნამწვით ანუ CO მოწამვლის არაერთი ფაქტი გვახსოვს.
ასეთი სავალალო შედეგების თავიდან აცილების შესაძლებლობას საზოგადოების წარმომადგენლები იმ რეგულაციების სასტიკად გამკაცრებას მოითხოვს, რომლებიც, მათ შორის, გაზისა თუ ელექტროენერგიის მომხმარებელთა ქცევის წესებს არეგულირებს შესაბამისი მოწყობილობების ექსპლუატაციის დროს.
„გარდაცვლილებს კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი ცოტა ხნის წინ „ყაზტრანსგაზმა" ჩაუჭრა, მაგრამ მათ გამათბობელი თვითნებურად დააერთეს. მგონი კანონია გასამკაცრებელი, ასეთი ტიპის თვითნებობაზე ძალიან მძიმე სასჯელი უნდა იყოს", - წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.