სტამბულში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან ჯერ მხოლოდ სამი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. წინასწარი მონაცემებით, მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. გუბერნატორის, ალი ერლიკაიას განცხადებით, სახლს სამი სართული უკანონოდ ჰქონდა დაშენებული. ის 1992 წელს აშენდა. მასში 14 ბინა იყო და 43 ადამიანი ცხოვრობდა.
სტამბულის ხელისუფლებამ შემთხვევის გაშუქება დროებით აკრძალა.