ილიას უნივერსიტეტში შეკრებილი სტუდენტები პასუხებს ითხოვენ აკადემიური საბჭოს იმ წევრებისგან, რომელთაც მხარი დაუჭირეს რეორგანიზაციას და ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის და ტექნოლოგიების განვითარების ფაკულტეტთან გაერთიანებას.
აქციაზე უნივერსიტეტის რექტორიც მივიდა. გიგა ზედანიამ ახალგაზრდებს სხვა ფორმატში შეხვედრა შესთავაზა. "ავიდეთ აუდიტორიაში და ერთმანეთს გავაგებინოთ. არც თქვენ გესმით ჩემი და მეც არ მესმის თქვენი", - ამ სიტყვებით ხმაურის ფონზე დატოვა სტუდენტების შეკრების ადგილი ზედანიამ და შეხვედრა აუდიტორიაში მოითხოვა, თუმცა უნივერსიტეტის რექტორის ამ მოთხოვნას სტუდენტები არ დათანხმდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს მათი მხრიდან დათმობა იქნება. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, რექტორმა უნივერსიტეტის შენობა უკვე დატოვა.
"ზედანიას სურს, იყოს ბელადი, ცდილობს დაემსგავსოს სტალინს და ჰიტლერს, მაგრამ არ გამოსდის", - განაცხადა "ტვ პირველთან" ერთ-ერთმა სტუდენტმა.