იმედია, ღირსეული მომავალი თაობა საფლავებზე ღირსეულად დაგვაფურთხებს

იმედია, ღირსეული მომავალი თაობა საფლავებზე ღირსეულად დაგვაფურთხებს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხმიანება, სადაც აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონზე რუსეთისათვის სატრანზიტო გზების გახსნის საკითხი წყდება სომხეთ-ირანისათვის.

"უდიდესი ბოდიში ყველასთან, მაგრამ მგონია, რომ მთელი ერი ჭკუიდან შევიშალეთ. ამ წუთშიც კი, ჟენევის მოღალატეობრივ საიდუმლო სერობაზე, წყდება აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონზე რუსეთისათვის სატრანზიტო გზების გახსნის საკითხი სომხეთ-ირანისათვის, რაც აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ საბაჟო სუბიექტებად აღიარებისა და სუვერენიტეტის ცნობის ტოლფასია.

ამ დროს მთელი სატელევიზიო სივრცე დაკავებულია პორნო-ფირების გავრცელების, ფოფხაძის და მსგავსთა მისთა უმრავლესობიდან გასვლა-არ გასვლის, აგრეთვე ვინმე ქადაგიძის ფაკულტეტის დეკანობიდან გაშვების საკითხებით. სირცხვილი და კიდევ სირცხვილი. იმედია, ღირსეული მომავალი თაობა საფლავებზე ღირსეულად დაგვაფურთხებს", - წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.