"ბესელიას ის რეიტინგი არ აქვს, რომ ახალი პარტია შექმნას"

"თუ ვინმეს გონია, რომ ბესელიას და რამდენიმე ადამიანის წასვლით "ოცნება" უმრავლესობას დაკარგავს, გულუბრყვილო ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, მმართველი პარტია უმრავლესობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმადე შეინარჩუნებს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ეკა ბესელიას განცხადებას მისი "ოცნებაში" სამომავლოდ ყოფნასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ დადგა და მომწიფდა ის ეტაპი, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს "ერთ პოზიციაზე ვახერხებთ სვლას თუ ვერა".

"მოსამართლეების თემა აუცილებლად გამოიწვევდა ამ განხეთქილებას, როგორც ჩანს, ეს პროცესი მივიდა ბოლომდე. პოლიტსაბჭოს განცხადებით გამოიკვეთა ის მიმართულება, რომ "ქართული ოცნება" ამ საკითხს აღიქვამს, როგორც სასამართლოზე ზეწოლას.

"ალბათ ეს იყო მიზეზი ბესელიას განცხადების, დადგა და მომწიფდა ის ეტაპი, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება უნა მივიღოო და ითხოვა რამდენიმე დღე; მაშასადამე, რაღაც სამოქმედო გეგმა აქვს. ალბათ შეეცდება არა უმრავლსეობის ფორმატში, არამედ ინდივიდუალურად ვიღაცეებს დაელაპარკოს, რას აპირებენ და პოლიტიკურად რა უფრო უკეთესი იქნება მათთვის.

"ბესელია ნამდვილდა არ არის ის ლიდერი, თქვას - წავალ ოპოზიციაში და შემოვიკრებ მთელ ოპოზიციურ ძალებსო, ეს ასე ვერ იქნება, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. თუ წავა, იქნება ერთი ჩვეულებრივი რამდენიმე კაციანი ჯგუფი.

"სამომავალოდ რა რესურის აქვს ბესელიას, ვერ გეტყვით, თუმცა, არც ისეთი რეიტინგი აქვს, რომ ახალი პარტია შექმნას, რადგან პარტიის შექმნა ასეთი მარტივი არ არის, მას ფინანსებიც სჭირდება და არც ეს ერთი თემა იქნება საკმარისი. ალბათ ამას ყველაფერ გააცნობიერებს, გაანალიზებს და გადაწყვეტილებასაც შესაბამისს მიიღებს.

რაც შეეხება უმრავლესობას, თუ ვინმეს გონია, რომ ამ ხალხის ჩამოშორებით "ოცნება" უმრავლესობას დაკარგავს, გულუბრყვილო ყოფილა. მმართველი პარტია უმრავლსეობას შეინარჩუნებს, ყოველ შემთხვევაში 2020 წლის საპრალმენტო არჩვნებამდე", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.