ინგლისის სტეფორდის ოლქში მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი გაზის აფეთქება ტრაგიკულად დასრულდა. ახალგაზრდა მშობლებს, 24 წლის ნატალი იუნიტსა და 28 წლის კრის მოლტონს 4 შვილი დაეღუპათ.
მრავალშვილიანი წყვილის ბინაში გაზის აფეთქება გუშინ დილით მოხდა. ცეცხლი საძინებელ ოთახებში სწრაფად გავრცელდა. ინციდენტს მხოლოდ მშობლები და მათი ყველაზე უმცროსი ვაჟი, ორი წლის ჯეკი გადაურჩა.
დაიღუპნენ 8 წლის რაილი, ექვსი წლის კიგანი, ოთხი წლის თილი როუზი და სამი წლის ოლი.
მშობლები და მათი უმცროსი ვაჟი საავადმყოფოში იმყოფებიან. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად, მათ სახლი მეზობლებმა ყვავილებით და სათამაშოებით შეამკეს.
"პრაიმტაიმი"