საბერძნეთში მწვავე ვირულის დიაგნოზით კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საბერძნეთში მწვავე ვირულის დიაგნოზით კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საბერძნეთის დედაქალაქში, გასულ შაბათ-კვირას, კიდევ საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე შეწყდა.

DIASPORA.GE-ს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 60 წლის ციცო გორელაშვილი სიმსივნის დიაგნოზით შაბათს გარდაიცვალა, ხოლო 58 წლის მარინა ტიკარაძე, ვირუსული ინფექციით.  

გარდაცვლილების ახლობლებმა, აღნიშნული სამწუხარო ფაქტების და ცხედრების სამშობლოში გადასვენების დახმარების თხოვნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკვე შეატყობინეს.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ, ათენში, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა - 42 წლის მადონა ჩარკვიანი. გარდაცვალების მიზეზად მწვავე ვირუსული ინფექცია დასახელდა.