რამოსს მწვრთნელობა უნდა

რამოსს მწვრთნელობა უნდა

32 წლის მადრიდის "რეალის" და ესპანეთის ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ მომავალში უნდა, რომ მწვრთნელი გახდეს.

"მომავალში მინდა მწვრთნელი გავხდე, ეს იდეა ძალიან მომწონს. მიყვარს ჩემს თანაგუნდელებთან საუბარი მათთვის რჩევების მიცემა. ლიდერი და გუნდის კაპიტანი ვარ, რაც მწვრთნელის როლთან ძალიან ახლოს არის"- განაცხადა რამოსმა.

სერხიო "რეალში" 2005 წლიდან თამაშობს, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 597 შეხვედრა ჩაატარა და 83 გოლი გაიტანა.