საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ფეხბურთელები ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალს ჩინურ იეროგლიფებიანი მაისურებით ითამაშებენ. გვარები მათ მაისურებზე ჩინურად ეწერება.
კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ გუნდი ამ ჟესტით მთვარის კალენდრით ახალი წლის დადგომას აღნიშნავს. პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ დაუპირპირდება. მატჩი „კამპ ნოუზე“ 6 თებერვალს გაიმართება.