იტალიის სერია A-ს ფორმატი შესაძლოა შეიცვალოს. როგორც ლიგის პრეზიდენტი და ამავდროულად იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გაეტანო მიკიჩე ამბობს, კონკურენციის გაზრდის თვალსაზრისით განიხილება, რომ გუნდების რაოდენობა 20-დან 18-მდე შემცირდეს.
„ეს საშუალებას მოგვცემს, რომ გავზარდოთ ინტერესი ქომაგებსა და სპეციალისტებში. რა ინტერესი არსებობს იმ ფონზე, როდესაც ყოველთვის ერთი გუნდი იმარჯვებს? მჯერა, რომ მილანური გუნდები ლიდერები იყვნენ.
თუმცა, რა თქმა უნდა, ვაფასებ „რომასა“ და „ნაპოლის“, რომლებმაც „იუვენტუსის“ ცხოვრება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაართულეს.
ყველა წამყვან ევროპულ ლიგაში ბუნდესლიგის გარდა 20 გუნდი თამაშობს, საბჭომ უკვე დაამტკიცა ინიციატივა, რომ სერია A-ს მონაწილეთა რაოდენობის შემცირების საკითხი განიხილოს. გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, რაც დადებით და უარყოფით მხარეებს სხდომაზე განვიხილავთ“, - განაცხადა მიკიჩემ.
იტალიის ჩემპიონატი 20-გუნდიანი 2004-2005 წლიდან გახდა და მას შემდეგ სკუდეტოს მოგება მხოლოდ სამმა გუნდმა მოახერხა („იუვენტუსი“, „მილანი“, „ინტერი“). ბოლო 7 სეზონის განმავლობაში კი, ჩემპიონობას მხოლოდ „იუვენტუსი“ ახერხებს.