ბითაძის პირველი სასტარტო და 14 ქულა

ბითაძის პირველი სასტარტო და 14 ქულა

ადრიატიკის ლიგის მე-18 ტურში გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” “მორნარს” მონტენეგროული დერბი 102:71 მოუგო, 19 წლის ქართველი კალათბურთელი კი პოდგორიცელთა სასტარტო ხუთეულში პირველად გამოჩნდა და შედეგიანადაც გაისარჯა.

ბითაძემ მოედანზე 22:52 წუთი გაატარა და 14 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 4-ვე ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ბუდუჩნოსტი” 13 მოგებითა და 5 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 10 თებერვალს, ბელგრადში, “პარტიზანთან” გამართავს. მანამდე, 7 თებერვალს, ბითაძის კლუბი ევროლიგის ეგიდით რუსულ “ხიმკის” დაუხვდება.